From Wikipedia, the free encyclopedia
ამბრიმი (ინგლ. Ambrym) — კუნძული წყნარ ოკეანეში, ახალი ჰებრიდების არქიპელაგში. შედის ვანუატუს რესპუბლიკის შემადგენლობაში. ფართობის მიხედვით უკავია მეხუთე ადგილი ვანუატუს კუნძულებს შორის. ცნობილია საკმაოდ მაღალი ვულკანური აქტივობით და წარმოქმნილი ლავური ტბებით. მეზობელ კუნძულ მალეკულასთან და რამდენიმე უფრო პატარა კუნძულებთან ერთად ქმნის პროვინცია მალამპას.
მშობ. სახელი: ინგლ. Ambrym | |
---|---|
კუნძულ ამბრიმის ხედი კოსმოსიდან (ფოტო თანამგზავრიდან, 2004 წლის 4 ოქტომბერი) | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 16°15′ ს. გ. 168°07′ ა. გ. |
ფართობი | 677,7 კმ² |
სიგრძე | 43 კმ |
სიგანე | 30 კმ |
უმაღლესი წერტილი | 1334 მ |
ვანუატუ | |
პროვინცია | მალამპა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 7275 (2009) |
სიმჭიდროვე | 10,735 ად. /კმ² |
ამბრიმის კუნძული მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში და იმყოფება დაახლოებით 170 კმ-ით ჩრდილოეთით ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილადან, და დაახლოებით 1200 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ავსტრალიიდან[1]. აღმოსავლეთის მხრიდან კუნძულს გარს აკრავს წყნარი ოკეანის წყლები, დანარჩენი მხრიდან — მარჯნის ზღვის წყლები.
კუნძულს აქვს დამახასიათებელი სამკუთხედი ფორმა. კუნძულის სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შეადგენს 43 კმ-ს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — 30 კმ-ს. ამბრიმი მდებარეობს მაღალი ვულკანური აქტივობის ზონაში, სადაც ერთმანეთს ეჯახებიან წყნარი ოკეანის და ავსტრალიის ლითოსფერული ფილაქნები. თვითონ კუნძული წარმოადგენს გიგანტურ ფარისებულ ვულკანს[2].
კუნძულ ამბრიმზე მდებარეობს ორი აქტიური ვულკანური კონუსი, ბენბოუ და მარუმი, რომლებიც აღწევენ 1300 მეტრამდე სიმაღლეს. კუნძულის ცენტრში იმყოფება მასიური 1900 წლოვანი კალდერა ზომით 12х8 კმ, რომელიც იტევს მრავალრიცხოვან კრატერებს; კალდერის ფსკერი — ფერფლით დაფარული დაბლობი, უნაყოფოა ბუნებრივი მჟავა წვიმებისაგან. ამბრიმის სანაპირო დაფარულია ტროპიკული მცენარეულობით. კუნძულის მნიშვნელოვან ნაწილზე დარგულია ქოქოსის პალმები.
კლიმატი ამბრიმის კუნძულსე ნოტიო ტროპიკულია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2500 მმ-ს[1].
ვანუატუს კუნძულების დასახლება დაიწყო დაახლოებით 2000 წლის წინ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან და პაპუა-ახალი გვინეიდან სოლომონის კუნძულების არქიპელაგის გავლით[3]. კუნძულების კოლონიზაცია ხდებოდა ხანგრძლივი საზღვაო ცურვის დროს დიდი კანოეებით, რომლებიც იტევდნენ 200 ადამიანამდე.
ამბრიმის კუნძული 1768 წელს აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა. ექვსი წლის შემდეგ კუნძულის გვერდით გაცურა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯეიმზ კუკმა. მოგზაურმა გამოიტანა დასკვნა, რომ ბუგენვილის აღმოჩენილი პენტეკოსტის და ამბრიმის კუნძულები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კუნძულებია (ადრე ეს ცნობილი არ იყო), ხოლო კუნძულ ამბრიმზე არსებობს ორი აქტიური ვულკანი[4][5].
1906 წლის მარტში ამბრიმი, როგორც ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[6].
1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და ამბრიმის კუნძული გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.
2009 წელს კუნძულ ამბრიმის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 7275 ადამიანს[7]. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი ეასი.
კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია: ბისლამა, ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე იხმარება ადგილობრივი ენები:
ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა. ამბრიმის კუნძულზე განვითარებულია პლანტაციური მეურნეობა (მოჰყავთ ქოქოსის პალმა, რისი საშუალებითაც აწარმოებენ კოპრას).
ამბრიმის კუნძულს აქვს მდიდარი კულტურული ტრადიციები. მაგალითად, 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (იამსის ზრდის პერიოდი) კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში აკრძალულია ნადირობა და თევზაობა[9]. ფართედაა ცნობილი ადგილობრივი ცეკვები, კერძოდ, რომი. მისი შესრულების დროს მოცეკვავეები იხურავენ ყვავილებიან მასკებს, ხოლო თვითონ ცეკვას თან ახლავს თამაში ტამ-ტამებით, ან დიდი ხის გონგით[9].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.