From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის მეძაღლეთა კლუბი (ინგლ. American Kennel Club) — არაკომერციული კინოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს წმინდა სისხლის ჯიშის ძაღლების რეესტრს. მისი პატრონობით ყოველწლიურად ტარდება 22 000-ზე მეტი ღონისძიება, გამოფენებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩათვლით, როგორებიცაა აჯილიტი, ობიდიენსი, რალი, ტრეკინგი, კურსინგი, სამწყემსო სამსახური და სხვა[1]. დაარსდა 1884 წელს. 2017 წლისთვის მასში დარეგისტრირებულია 1,2 მილიონზე მეტი ძაღლი და 555 ათასზე მეტი ლეკვი[2].
1884 წლის 17 სექტემბერს ფილადელფიაში შედგა 12 სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელთა ჯგუფის შეხვედრა, რომელიც გახდა საწყისი წერტილი ამერიკის მეძაღლეთა კლუბის შექმნისა. ჯგუფის შემდეგ სხდომაზე, რომელიც შედგა 1884 წლის 22 ოქტომბერს ნიუ-იორკის მედისონ-სკვერ-გარდენში, მიღებული იქნა ორგანიზაციის წესდება და შემუშავდა ძირითადი პუნქტები, ხოლო ჯეიმზ მ. ტეილორი გახდა მისი პირველი პრეზიდენტი[2].
1889 წლის იანვარში გამოვიდა ამერიკის მეძაღლეთა კლუბის მიერ გამოცემული გაზეთის პირველი ნომერი, რომელიც გახდა ერთ-ერთი უძველესი კინოლოგიური გამოცემა[2].
1909 წლის 5 იანვარს დამტკიცდა ახალი წესდება და პუნქტები[2].
1911 წელს ძალაში შევიდა წესი, რომელიც ეხება ტერიტორიულ დაცვას. მსხვილ ქალაქებში შეიმჩნეოდა დისიდენტური კლუბების მიერ შექმნილი რამდენიმე კლუბის განვითარების ტენდენცია. ახალმა წესმა იმ წევრ კლუბს მისცა განსაკუთრებული პრივილეგია, რომელმაც გამართა პირველი შოუ ამ დარგში[2].
1924 წელს მიღებული ექსტერიერის შეფასების ახალი წესების თანახმად, ყველა ჯიში დაიყო 5 ჯგუფად: სანადირო, სამომსახურეო, ტერიერები, დეკორატიული და არასანადირო. თითოეული ჯგუფის სხვადასხვა ჯიშის საუკეთესო ძაღლები ფასდება ერთად, რათა გამოვლინდეს ამ ჯგუფის გამარჯვებული, რის შემდეგაც ხუთი გამარჯვებულიდან ირჩევენ გამოფენის საუკეთესო ძაღლს. უფრო მოგვიანებით მადევარ და მწევარ ჯგუფს გამოიყო ცალკე ჯგუფი, ხოლო 1983 წელს სამომსახურეო ძაღლების დიდ ჯგუფს გამოეყო მეცხვარე ძაღლების ჯგუფი[2].
ამერიკის მეძაღლეთა კლუბის კლასიფიკაციის მიხედვით ამ ორგანიზაციის მიერ აღიარებული ძაღლების ყველა ჯიში დაყოფილია 7 ძირითად ჯგუფად:
ასევე არსებობს სარეზერვო რეესტრი, რომელშიც იშვიათი ჯიშების სელექციონერებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ლეკვები და ნაშიერები მათი მომავალში აღიარებისათვის. მაგრამ მანამდე ჯიში ხვდება პირობითად აღიარებული ჯიშის სპეციალურ კლასში. სელექციის გარკვეული დონის მიღწევისას, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომი განვითარების საკმარის გენოფონდს, აღნიშნული კლასის სახეობა კლასიფიცირდება 7 ძირითადი ჯგუფიდან ერთ-ერთში[10][11].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.