ამიერკავკასიის კომისარიატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამიერკავკასიის კომისარიატი (აზერ. Zaqafqaziya Komissarlığı, სომხ. Անդրկովկասյան կոմիսարիատ; 15 (28) ნოემბერი, 1917 — 13 (26) მარტი, 1918) — დროებითი კოალიციური მთავრობა ამიერკავკასიაში (რუსეთის დროებითი მთავრობის მხარდამჭერი). შეიქმნა თბილისში საქართველოს სოციალ-დემოკრატების და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავათების მიერ. იგი დაკომპლექტებული იყო რუსეთის იმპერიაში არჩევნების გზით მოსული დეპუტატიბისაგან.
ამიერკავკასიის კომისარიატი დროებითი კოალიციური მთავრობა | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | ტფილისი | |||
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებით მოხდა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის გადაყენება, რომლის სათავეშიც კადეტი ვ. ხარლამოვი იდგა[1].
ნოემბერში, ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ამიერკავკასიაში, ყოფილი ოზაკომის ტერიტორიაზე ქაოსისა და ანარქიის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყდა შექმნილიყო ადგილობრივი მთავრობა, რომელიც საბოლოოდ 14 (27) ნოემბრს საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ევ. გეგეჭკორის თავჯდომარეობით შედგა[2].