ანაკლია
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. / From Wikipedia, the free encyclopedia
ანაკლია[4] — სოფელი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ანაკლია, თიქორი). მდებარეობს შავი ზღვის პირას, მდინარე ენგურის შესართავთან, მარცხენა ნაპირას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, ზღვის დონიდან 3 მ., ზუგდიდიდან 30 კმ. სოფელში დგას 1703 წელს აგებული ციხის ნანგრევები, პოლიცია, სპორტული მოედანი, საბავშვო ბაღი, სასტუმროები.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ანაკლია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ანაკლია |
კოორდინატები | 42°23′37″ ჩ. გ. 41°34′09″ ა. გ. |
პირველი ხსენება | 1703 |
ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1331[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 415[2] |
საფოსტო ინდექსი | 2100[3] |
დახურვა