ანა კემპი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა რეგსდეილ კემპი (ინგლ. Anna Ragsdale Camp; დ. 27 სექტემბერი, 1982) [1] — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია სარა ნიულინის როლით HBO-ს ვამპირულ დრამაში True Blood (2009, 2013–2014); ობრი პოზენის როლი მოირგო მუსიკალურ კომედიაში იდეალური ხმა (2012–2017).
სწრაფი ფაქტები ანა კემპი, დაბადების სახელი ...
ანა კემპი | |
---|---|
კემპი San Diego Comic-Con-ზე, 2014 წელს. | |
დაბადების სახელი | ანა რეიგსდეილ კემპი |
დაბადების თარიღი |
27 სექტემბერი, 1982 (1982-09-27) (41 წლის) აიკენი, სამხრეთ კაროლინა, აშშ |
განათლება | ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 2007-დღემდე |
მეუღლე(ები) |
მაიკლ მოსლი (2010-2013) სკაილერ ესტინი (2016-2019) |
დახურვა
განმეორებადი როლები ითამაშა შემდეგ სატელევიზიო სერიალებში: Mad Men (2010), კარგი ცოლი (2011–2016), მინდის პროექტი (2012–2013) და ვეგასი (2013). მან ასევე ითამაშა ჯეინ ჰოლანდერი „Amazon Prime“-ის სერიალში განათლებული მეამბოხენი (2016); გამოჩნდა დრამაში მოსამსახურე (2011) და ვუდი ალენის ფილმში მაღალი საზოგადოება (2016).
2012 წელს ნომინირებული იყო Drama Desk Award-ზე.