ანა პერენა
ძველ რომაელთა გაზაფხულის ქალღმერთი / From Wikipedia, the free encyclopedia
ანა პერენა (ლათ. Anna Perenna; perenne — მთელი წელი, perennis — მთელი წლით: per — განმავლობაში; annus — წელი, უცვლელი, მარადიული)[1] — ძველ რომაელთა გაზაფხულის ქალღმერთი, წლის (დროის გარკვეული ნაწილის) ძვ. იტალიური ღვთაება, დღეგრძელობისა და სვებედნიერების მომნიჭებელი. დღესასწაულს 15 მარტს, სავსემთვარეობისას მართავდნენ (მარტის იდები), რის გამოც ის გაზაფხულს დაუკავშირეს, ხოლო დღესასწაულს უმეტესწილად ქალაქის პლებეები მართავდნენ. მწვანე ველზე თავმოყრილი ქალები და კაცები, მთელი დღე ცის ქვეშ თამაშობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ. ერთმანეთს იმდენ სიცოცხლეს უსურვებდნენ, რამდენ სასმისსაც დაცლიდნენ, ასე რომ, ზოგი ძალზე დღეგრძელი იყო. თმაჩამოშლილი ქალებიც ცეკვავდნენ. საღამოს კი, შინ ბარბაცით მიდიოდნენ.
ანა პერენა | |
---|---|
სხვა კულტურებში: | Anna |
სქესი: | მდედრობითი |
გამოსახულებები |
შემდეგ, ეს სახე შეურიეს დიანას (რომაელთა არტემიდე) და იმ მოკვდავ ანას, დიდოს დას, რომელიც დის დაღუპვის შემდეგ კართაგენიდან იტალიაში გაიქცა, ენეასს — ანქიზესა და აფროდიტეს მშვენიერ ვაჟს — შეეხიზნა, შეიყვარა, მაგრამ მისივე ცოლის, ლავინიას — ლატინუსისა და აგატას ასულის[2] ეჭვიანობას ემსხვერპლა, მდ. ნუმიციუსში გადავარდა და მდინარის ნიმფად — პერენად იქცა (ამავე მდინარეში დაინთქა ან მის ნაპირზე გაუჩინარდა შემდეგ ენეასი, ცად ამაღლდა და ღმერთადქცეული გამოეცხადა შვილს).[3]