უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრეი ბალი (უკრ. Андрій Михайлович Баль, რუს. Андрей Михайлович Баль; დ. 16 თებერვალი, 1958, როზდოლი, ნიკოლაევის რაიონი, უკრაინის სსრ — გ. 9 აგვისტო, 2014, კიევი, უკრაინა) — უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის და ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა ლვოვის „კარპატის“, კიევის „დინამოს“, თელ-ავივის „მაკაბის“, თელ-ავივის „ბნეი იეჰუდას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოთხგზის (1981, 1985, 1986, 1990) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის (1982, 1985, 1987, 1990), საბჭოთა კავშირის სუპერთასის სამგზის (1981, 1986, 1987) და ევროპის თასების მფლობელთა თასის (1986) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986).[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანდრეი მიხეილის ძე ბალი | ||
დაბადების თარიღი | 16 თებერვალი, 1958 | ||
დაბადების ადგილი |
როზდოლი, ნიკოლაევის რაიონი, ლვოვის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 9 აგვისტო, 2014 (56 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | კიევი, უკრაინა | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მცველი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1975–1977 | კარპატი ლვოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1977–1980 | კარპატი | 134 | (12) |
1981–1990 | დინამო კ. | 240 | (11) |
1991 | მაკაბი | 28 | (4) |
1991–1993 | ბნეი იეჰუდა | 62 | (3) |
სულ | 464 | (30) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1981–1989 | სსრ კავშირი | 20 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1993–1998 | მაკაბი ჰაიფა (თანაშემწე) | ||
1998–1999 | მაკაბი ჰერცლია | ||
1999–2000 | აკოაჰი რამათ-განი | ||
2000–2001 | დინამო კიევი (თანაშემწე) | ||
2001–2003 | ვორსკლა პოლტავა | ||
2003–2007 | უკრაინა (თანაშემწე) | ||
2007–2009 | მოსკოვი (თანაშემწე) | ||
2009–2010 | ჩერნომორეცი ოდესა | ||
2011–2012 | უკრაინა (თანაშემწე) | ||
2012–2013 | დინამო კიევი (თანაშემწე) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1981–1989 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 20 შეხვედრას ატარებს და ერთი ბურთი გააქვს.[3][4]
საბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1981 | 1 | 0 |
1982 | 8 | 1 |
1983 | 8 | 0 |
1986 | 2 | 0 |
1989 | 1 | 0 |
ჯამში | 20 | 1 |
ბალმა მსოფლიო ჩემპიონატების 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.[5][6][7][8]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1982 | ესპანეთი | 12 | ნახევარმცველი | 4 | 1 | 2 | 1 | 1 | მეორე რაუნდი |
1986 | მექსიკა | 12 | ნახევარმცველი | 2 | 0 | 1 | 0 | 1 | მერვედფინალი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.