From Wikipedia, the free encyclopedia
ანკონა (იტალ. Ancona) — ქალაქი და ნავსადგური ცენტრალურ იტალიაში, მარკეს რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 102 997 ადამიანს შეადგენს. წარმოადგენს მარკეს რეგიონისა და ანკონის პროვინციის დედაქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანკონა Ancona | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | მარკე | ||||
პროვინცია (იტალია)|იტალიის პროვინციები|პროვინცია | ანკონის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 43°37′01″ ჩ. გ. 13°31′00″ ა. გ. | ||||
მაიორი | Daniele Silvetti | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 387 | ||||
ფართობი | 123,71 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 16 მ | ||||
მოსახლეობა | 102 997 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 820 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 071 | ||||
საფოსტო ინდექსი | 60100,60121 | ||||
საავტომობილო კოდი | AN | ||||
ოფიციალური საიტი | comune.ancona.it/ankonline/it/index.html | ||||
ქალაქი მდებარეობს რომიდან 280 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადრიატიკის ზღვაზე, მონტე-კონეროს, მონტე-ასტანოსა და მონტე-გუასკოს კონცხებს შორის.
ანკონა ადრიატიკის ზღვის ერთ-ერთი მთავარი ნავსადგურია, განსაკუთრებით მგზავრთა გადაყვანის მხრივ. ამავე დროს, წარმოადგენს რეგიონის მთავარ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ცენტრს.
ანკონა ძვ. წ. 390 წელს დაარსდა. მისი სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „Αγκων“ — რაც დაუცველს ნიშნავს, რადგან ქალაქი ისეთ ადგილას მდებარეობდა, მხოლოდ კონცხი იცავდა. ბერძნებმა აქ ვაჭრობა გააჩაღეს. რომეულ პერიოდში, ანკონის მოსახლეობა ძირითდადა ბერძნულად საუბრობდა. რომაელებმა იგი ილირიის ომების დროს (ძვ. წ. 178) აიღეს და თავის კოლონიად აქციეს. იმპერიის დროს, უმნიშვნელოვანესი გახდა ანკონის ნავსადგური, რადგან ის უახლოესი წერტილი იყო დალმაციასთან.
შუა საუკუნეებში, ქალაქი დამოუკიდებელ, ანკონის რესპუბლიკას წარმოადგენდა, რომლის აღებასაც რომის ეკლესია, ვენეციის რესპუბლიკა და გერმანელი იმპერატორები ცდილობდნენ. 1532 წელს, ქალაქი პაპის მმართველობაში გადავიდა. 1861 წელს იგი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
ქალაქის ეკონომიკის მთავარი დარგებია გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ხიდების სტრუქტურების წარმოება, ფარმაცევტული და ფეხსაცმლის ლრეწველობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.