ანჩოუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანჩოუსი (ლათ. Engraulis) — ჯოგური ზღვის თევზების გვარი ქაფშიასებრთა ოჯახისა. მათი ზომა არ აჭარბებს 15-20 სმ-ს. ქაშაყისებრთა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით ახასიათებთ დიდი პირი, მომრგვალებული დინგი, გრძელი ქვედა ყბა, მსხვილი თვალები და ქვირითის ელიფსური ფორმა. სხეული წაგრძელებული აქვთ, განივ კვეთში მრგვალი. მოიცავს 9 სახეობას, რომლებიც უმეტესწილად გავრცელებულია ყველა ოკეანის ტროპიკული და ზომიერი ზონის სანაპირო წყლებში; ჩვეულებრივ ესტუარებსა და მტკნარ წყლებშიც კი. ამ ჯოგური თევზების რაოდენობა ძალზე დიდია. იკვებებიან პლანქტონებით, თავის მხრივ, ანჩოუსით იკვებებიან მტაცებელი თევზები, ფრინველები, დელფინები და თავფეხიანი მოლუსკები. თევზის რეწვაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებენ, ამასთან დაახლოებით 80 % პერუს ანჩოუსზე მოდის.
სწრაფი ფაქტები ანჩოუსი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ანჩოუსი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Engraulis | |||||||||||||||
|
დახურვა