From Wikipedia, the free encyclopedia
არაუკა (ესპ. Departamento de Arauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს მდინარე ორინოკოს აუზის კოლუმბიაში მდებარე ნაწილის უკიდურეს ჩრდილოეთში, ვენესუელის საზღვართან. სამხრეთით ესაზღვრება მდინარე კასანარე და მეტა, რომლებიც მას კასანარესა და ვიჩადის დეპარტამენტებისგან გამოჰყოფს. დასავლეთით ესაზღვრება ბოიაკის დეპარტამენტი. არაუკის ტერიტორიაზე მდებარეობს კანიო-ლიმონის ნავთობის საბადო, რომელიც კოლომბიის ნავთობის მარაგის 30 %-ს შეიცავს. დედაქალაქია არაუკა. არაუკის დეპარტამენტი 2011 წლის მონაცემებით, კოლუმბიის შეიარაღებული კონფლიქტების დროს ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალაბულ რეგიონად მიიჩნევა.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
არაუკის დეპარტამენტი Arauca department | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | არაუკა | ||||
კოორდინატები | 6°37′00″ ჩ. გ. 70°59′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | Ricardo Alvarado Bestene | ||||
დაარსდა | 1991 | ||||
ფართობი | 23 818 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 256 527[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 11 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
ოფიციალური საიტი | arauca.gov.co | ||||
არაუკის ტერიტორიაზე პირველი დამპყრობლები 1539 წელს გამოჩნდნენ. XVIII საუკუნეში გააქტიურდა იეზუიტთა მისიონერული საქმიანობა. 1810 წელს არაუკა ახლად შექმნილი კასანარეს პროვინციის ნაწილი გახდა, 1819 წელს კუნდინამარკის დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა. საბოლოოდ, კონსტიტუციით დეპარტამენტის სტატუსი არაუკას 1991 წლის 5 ივლისს მიენიჭა.
დეპარტამენტის ფართობი 23 818 კმ²-ია და ძირითადად ვაკეებისაგან შედგება.
არაუკის ეკონომიკა ნავთობის ინდუსტრიას ეფუძნება. რეგიონის ნიადაგი ხელსაყრელია კაკაოს, ბანანის, კასავას, ბრინჯის, ხორბლისა და ხილის მოსაყვანად. დეპარტამენტის ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია მესაქონლეობა.
არაუკა შედგება შვიდი მუნიციპალიტეტისგან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.