![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b4/Ariel_university.jpg/640px-Ariel_university.jpg&w=640&q=50)
არიელის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
არიელის უნივერსიტეტი (ებრ. אוניברסיטת אריאל; წარსულში საზოგადოებრივი კოლეჯი, ცნობილი, როგორც სამარიის არიელის საუნივერსიტეტო ცენტრი) ― უნივერსიტეტი არიელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.[3][4]
![]() | |
![]() | |
დაფუძნდა | 1982 |
---|---|
ტიპი | კოლეჯი და საჯარო უნივერსიტეტი |
რექტორი | Albert Pinhasov |
სტუდენტი | 17 000 |
მდებარეობა | არიელი |
ქვეყანა | ისრაელი[1] |
კავშირები | ORCID[2] |
http://www.ariel.ac.il/ |
1982 წელს ბარ-ილანის უნივერსიტეტის რეგიონული ფილიალი შეიქმნა. თავდაპირველად კოლეჯი კდემუმის დასახლებაში მდებარეობდა, შემდეგ კი არიელში გადაიტანეს, სადაც უფრო დიდი კამპუსი აშენდა და ისრაელის უდიდესი საჯარო კოლეჯი გახდა. 2004-2005 წლებში ბარ-ილანის უნივერსიტეტთაn კავშირი დასრულდა და დაწესებულებამ დამოუკიდებელი კოლეჯის სტატუსი მიიღო.
2012 წლის 17 ივლისს იუდეისა და სამარიის უმაღლესი განათლების საბჭომ ინსტიტუტისთვის სრული უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.[5] ისრაელის უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საბჭომ ეს გადაწყვეტილება დაგმო.[6] არიელის უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.[7][8][9][10]