არკადი დვორკოვიჩი
რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
არკადი დვორკოვიჩი (რუს. Арка́дий Влади́мирович Дворко́вич; დ. 26 მარტი, 1972, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. ფიდეს პრეზიდენტი,[1] „РЖД“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, „Россельхозбанк“-ის სადამკვირვებლო საბჭოს წევრი.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე (2012 წლის 21 მაისიდან), რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარე (2008 წლის 13 მაისიდან 2012 წლის 21 მაისამდე). აირჩიეს ფიდეს ახალ პრეზიდენტად 2018 წლის 3 ოქტომბერს. ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა კირსან ილუმჟანოვი.