არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„არსენალი“ (ინგლ. Arsenal Football Club) — ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი. მდებარეობს ჰოლოუეიში, ჩრდილოეთ ლონდონში. ასპარეზობს ინგლისის ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში – პრემიერლიგაში.[1]
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)}} |
ტერმინს „არსენალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არსენალი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სრული სახელი | Arsenal Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | მეთოფეები | |||
დაარსდა | 1886 | |||
სტადიონი |
ემირეიტსი ლონდონი, ინგლისი (ტევადობა: 60 704 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | სტენ კრონკე | |||
მწვრთნელი | მიკელ არტეტა | |||
კაპიტანი | მარტინ ედეგორი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2022-23 | მე-2 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
არსენალმა 13-ჯერ მოიგო ინგლისის შიდა ჩემპიონატი (მათ შორის ერთხელ დაუმარცხებლად), ფლობს რეკორდული რაოდენობის — 14 ასოციაციის თასს, 2 ლიგის თასსა და 17 ინგლისის სუპერთასს. ევროპულ ფეხბურთში არსენალს მოპოვებული აქვს ერთი ევროპის თასების მფლობელთა თასი და ერთი საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი. არსენალმა ითამაშა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის ფინალში. მოგებული თასების მიხედვით, ის მესამე ყველაზე წარმატებული კლუბია ინგლისურ საფეხბურთო კლუბებს შორის.
არსენალი პირველი სამხრეთ ინგლისური კლუბი იყო, რომელიც შეუერთდა საფეხბურთო ლიგას (1893 წელს). უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ 1904 წელს. დაქვეითდნენ მხოლოდ ერთხელ 1913 წელს და დღემდე აგრძელებენ ყველაზე ხანგრძლივ სერიას უმაღლეს დივიზიონში.[2] არსენალს მეორე ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული უმაღლეს დივიზიონში.[3] 1930-იან წლებში არსენალმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ ასოციაციის თასი, და კიდევ ერთი ასოციაციის თასი და ორი ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1970-71 წლებში პირველად მოიგეს ჩემპიონატი და ასოციაციის თასი ერთად (დუბლი). 1989-დან 2005 წლამდე არსენალმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი, მათ შორის კიდევ ორი დუბლი. არსენალმა მე-20 საუკუნე დაასრულა ყველაზე მაღალი საშუალო პოზიციით ინგლისის ჩემპიონატში.[4] 1998-დან 2017 წლამდე არსენალი ზედიზედ ცხრამეტი სეზონის განმავლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა.
1886 წელს ვულვიჩში მუშაკებმა დააარსეს კლუბი, სახელად - დაიალ სქუეარი. 1913 წელს კლუბი გადავიდა ჰაიბერიზე და გახდა ტოტენჰემ ჰოტსპურის ახლო მეზობელი, საიდანაც იწყება ჩრდილო ლონდონური დერბის ისტორია. ჰერბერტ ჩეპმენი, რომელმაც არსენალის მომავალი სამუდამოდ შეცვალა, მოაგებინა გუნდს პირველი ტიტული. 1930-წლიან წლებში მისი დამსახურებით არსენალი დომინირებდა. მას ეკუთვნის ტაქტიკა სახელად WM, სტადიონის განათების იდეა და ნომრები მაისურებზე.[5] ასევე დაამატა თეთრი სახელოები და ღია წითელი ფერის კლუბის ფორმაზე.[6]
არსენ ვენგერი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი დროით იყო მწვრთნელი და მოიგო ყველაზე მეტი ტიტულიც. მისი მონაგარია რეკორდული 7 ასოციაციის თასი და ყველაზე ხანგრძლივი, 49-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 2003-04 წლებში.
2006 წელს კლუბი გადავიდა ემირეიტს სტედიუმზე. ფორბსმა არსენალი $2.26 მილიარდ დოლარად შეაფასა, რითაც მეათე ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდა.[7] არსენალის დევიზია Victoria Concordia Crescit, რაც ლათინურად ნიშნავს - „გამარჯვება მოდის ჰარმონიიდან“.