![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f6/Solidus_of_Artabasdos.png/640px-Solidus_of_Artabasdos.png&w=640&q=50)
არტაბასდოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
არტაბასდოსი ან არტავასდოსი (ბერძ. Ἀρτάβασδος ან Ἀρταύασδος; სომხ. Արտավազդ, არტავაზდ, არტავაზტ; ლათინიზებული, როგორც არტაბასდუსი) — სომხური წარმოშობის გენერალი, რომელმაც მიიტაცა ბიზანტიის საიმპერატორო ტახტი 741 ან 742 წლიდან 743 წლის ნოემბრამდე. მისი მმართველობა წარმოადგენდა უზურპაციას კონსტანტინე V-ის წინააღმდეგ, რომელმაც შეინარჩუნა კონტროლი მცირე აზიის რამდენიმე თემზე. საბოლოოდ კონსტანტინე V-მ დაამარცხა არტაბასდოსი და კონსტანტინოპოლში შევიდა. უზურპატორი იმპერატორი და მისი ვაჟი შეიპყრეს და საჯაროდ დააბრმავეს, შემდეგ კი ქალაქის გარეუბანში მდებარე მონასტერში გამოკეტეს,[1] სადაც გარდაიცვალა კიდევაც. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
სწრაფი ფაქტები არტაბასდოსი, ბიზანტიის იმპერატორი ...
არტაბასდოსი | |
---|---|
ბერძ. Ἀρτάβασδος სომხ. Արտավազդ | |
![]() არტაბასდოსის გამოსახულება მონეტაზე | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 741 |
მმართ. დასასრული: | 743 |
წინამორბედი: | კონსტანტინე V |
მემკვიდრე: | კონსტანტინე V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 743 წლის შემდეგ |
დინასტია: | ისავრიელთა |
დახურვა