არშიანი გალერინა
From Wikipedia, the free encyclopedia
არშიანი გალერინა[1] (ლათ. Galerina marginata) — გალერინას გვარის სოკო ჰიმენოგასტერისებრთა ოჯახისა. 2001 წლამდე სოკოები Galerina autumnalis, Galerina oregonensis, Galerina unicolor და Galerina venenata განსხვავებული საბინადრო გარემოსა და ქუდის სიბლანტის გამო სხვადასხვა სახეობებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ერთი და იმავე სახეობას წარმოადგენენ.[2]
არშიანი გალერინა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Galerína marginata (Batsch) Kühner, (1935) | |||||||||||||
|
ძლიერ შხამიანო სოკოა, შეიცავს ადამიანითვის საშიშ ნივთიერება ამატოქსინს, რომელიც იწვევს ღვიძლის მწვავე დაზიანებას, რასაც თან სდევს ღებინება, დიარეა, ჰიპოთერმია და საბოლოოდ, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალებაც კი. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა ადვილად აერიოს რამდენიმე საკვებად ვარგის სახეობაში — მანჭკვალა, ზაფხულის მანჭკვალა, გაზაფხულის მანჭკვალა, ზამთრის სოკო და ა.შ.
სოკოს ქუდის ფერი ყავისფერი ან ყვითელ-ყავისფერია. ფირფიტები მოყავისფროა და ტოვებს ჟანგისფერ სპორების მტვერს. როგორც წესი, ნორჩ ეგზემპლარებში შეიმჩნევა ნათლად გამოხატული მემბრანული რგოლი (საყელო), რომელიც ხშირად ასაკთან ერთად ქვრება. რბილობი — მკრთალ-მოყავისფრო-ჟანგმიწისფერი თითქმის თეთრამდე, ფქვილის მსგავსი სუნითა და გემოთი.[3] სიბერეში ქუდი უფრო ბრტყელია, ფირფიტები და ფეხი ყავისფერი.
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს: ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, იაპონიას, ირანს,[4] კონტინენტურ აზიასა და კავკასიას,[3][5][6] აგრეთვე დაფიქსირებულია ავსტრალიაში.[7] იზრდება ზაფხულიდან შემოდგომამდე ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად დამპალ მერქანზე, უპირატესად წიწვოვან სახეობებზე ან მათთან ახლოს, იშვიათად — ფოთლოვან სახეობებზე.[2][8] ზოგჯერ იზრდება ხის მიწისქვეშა ნაწილებზე, და ამგვარად, მოსჩანს ისე, თითქოს ნიადაგზე იზრდებაო.[9]
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus marginatus Batsch (1789)
- Agaricus unicolor Vahl (1792)
- Agaricus autumnalis Peck (1872)
- Pholiota marginata (Batsch) Quél. (1872)
- Pholiota discolor Peck (1873)
- Galerina unicolor (Vahl) Singer (1936)
- Galerina venenata (Vahl) Singer (1953)
- Galerina autumnalis (Peck) A.H.Sm. & Singer (1964)
- Galerina oregonensis A.H.Sm. (1964)