From Wikipedia, the free encyclopedia
არჩილ ხაბაძე (დ. 11 მარტი, 1981, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2012 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 6 ივლისამდე.
არჩილ ხაბაძე | |
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2016 – 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
თავმჯდომარე | ირაკლი კობახიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ოქტომბერი, 2012 – 6 ივლისი, 2016 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
წინამორბედი | ლევან ვარშალომიძე |
მემკვიდრე | ზურაბ პატარაძე |
დაბადებული | 3 ნოემბერი, 1981 ბათუმი საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
განათლება | ეკონომისტი |
1998–2002 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტზე, 2002–2004 წლებში კი თბილისის სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტზე. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.
2002 წლიდან მუშაობდა საბანკო-საფინანსო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის 2008-2012 წლებში იყო „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი.
2012 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. 2012 წლის 30 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძეს და ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.[1] 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.