ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ასპინძის მუნიციპალიტეტი შედის სამცხე-ჯავახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
ასპინძის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 დაბა, 12 ტერიტორიული ორგანო და 24 სოფელი. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან დაბა ასპინძის, სოფელი აწყვიტის, სოფელი დამალა, ვარგავის, იდუმალას, ნაქალაქევის, სოფელი ოთის, ორგორის, სოფელი რუსთავის, ტოლოშის, ძველის და ხიზაბავრის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
ასპინძის მუნიციპალიტეტის ფართობია 825.0 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10 372 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა – 12.6 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა ასპინძა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის დამალა (1 234 ადამიანი), ასპინძიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ვარძია (30 კმ.).