მინერალი From Wikipedia, the free encyclopedia
აქატი (სიცილიის მდინარე achates — ახლანდ. დირილოს მიხედვით) — მინერალი, ქიმიური შედგენილობა , კვარცის ფარულკრისტალური სახესხვაობა, წვრილზოლებრივი ტექსტურის მქონე ჭრელი ქალცედონი. ფართოდ არის გავრცელებული მეტამორფულ ქანებში.[1] ახასიათებს ვიწრო (10 მკმ-მდე) სხვადასხვა ფერის ზოლების მრავალჯერადი გადაშრევება, რომელიც მას ზოლებრივ ტექსტურას ანიჭებს. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 6,5–7. შეფერვის მიხედვით განირჩევა: აქატურონიქსი (თეთრი და შავი ზოლების მორიგეობა), სარდონიქსი (თეთრისა და მურა წითლის), კარნეოლონიქსი (თეთრისა და წითლის), სარდიონი (წითლისა და ნარინჯისფრის), აქატები (მოცისფრო ნაცრისფრისა და თეთრის). ქიმიური და თერმული დამუშავების შედეგად შესაძლებელია ზოლების ხელოვნურად შეფერვა. აქატი ნახევრად ძვირფასი ქვაა, გამოიყენება სანახელავო საქმეში. წარმოიქმნება ეფუზიური ქანების სიცარიელეებში წყალხსნარებიდან გამოლექვით.[2] დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გადალექილ, ბუნებრივ-გამდიდრებულ საბადოებს, რომლებიც ამოფრქვეული დედაქანების გამოფიტვის შედეგად ყალიბდება. აქატის ძირითადი მომპოვებლებია ბრაზილია და ურუგვაი, ცნობილი საბადოებია ინდოეთში, მადაგასკარზე, აშშ-ში, საქართველოში (ახალციხის მუნიციპალიტეტი[2]), აზერბაიჯანსა და სომხეთში.[3]
აქატი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | სილიკატური მინერალები |
ქიმიური ფორმულა | SiO2 სილიციუმის დიოქსიდი |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | სხვადასხვა ფერის ზოლოვანი |
კრისტალოგრაფია | ჰექსაგონალური ტიპი |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6,5–7 |
სიმკვრივე | 2,60–2,64 კგ/მ³ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.