აქსუმი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
აქსუმი (ამჰ. አክሱም) — ქალაქი ჩრდილოეთ ეთიოპიაში. ყოფილი აქსუმის სამეფოს დედაქალაქი. აქსუმი ისტორიულად რეგიონის უდიდეს სავაჭრო კვანძს წარმოადგენდა, ძვ. წ. 400 წლიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. ამ ქალაქს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც აბისინიას.
სწრაფი ფაქტები აქსუმის არქეოლოგიური ძეგლები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
აქსუმის არქეოლოგიური ძეგლები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ეთიოპია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 14°07′00″ ჩ. გ. 38°44′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) |
ნომერი | 15 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ქალაქი მდებარეობს ტიგრაის რეგიონში, ზღვის დონიდან 2131 მეტრზე. მოსახლეობა შეადგენს 49 523 ადამიანს (2007 წ). ქალაქს ემსახურება აეროპორტი.
თავისი ისტორიული ღირებულების გამო, 1980 წელს, აქსუმის არქეოლოგიური ძეგლები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა.