From Wikipedia, the free encyclopedia
აღდამის რაიონი (აზერ. Ağdam rayonu) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანში. 1993 წლიდან რაიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვითაც რაიონის ტერიტორიას ინაწილებდა ასკერანის, მარტაკერტისა და მარტუნის რაიონები. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით აღნიშნული ტერიტორიები ითვლება როგორც სომხური შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული[2].
რაიონი | ||
---|---|---|
აღდამის რაიონი აზერ. Ağdam rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | აღდამი | |
კოორდინატები | 39°59′01″ ჩ. გ. 46°55′43″ ა. გ. | |
მმართველი | Vagif Hasanov | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1093,9 კმ² | |
მოსახლეობა | 202 200 (2019)[1] | |
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |
სატელეფონო კოდი | +994 192 | |
საფოსტო ინდექსი | 0200 | |
საავტომობილო კოდი | 02 | |
ოფიციალური საიტი | http://agdam-ih.gov.az/index.html | |
| ||
ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აღდამი, რომელსც 1993 წლიდან აკონტოლებდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და ეწოდებოდა აკნა. რაიონის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი გუზანლი[3].
2020 წლის 20 ნოემბერს მოსკოვში ხელმოწერილი სამხრივი ხელშეკრულების საფუძელზე აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ და რაიონი მთლიანად აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.