აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ან შემოკლებით იუსაიდი (United States Agency for International Development ან USAID) — აშშ-ის მთავრობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არასამხედრო საერთაშორისო დახმარებაა. დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო საერთო საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან იღებს და მიზნად ისახავს „დახმარების ხელი გაუწიოს უცხოეთში იმ ხალხს, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ სიღარიბეს, გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები, აღადგინონ სტიქიით მიყენებული ზარალი და ცდილობენ ააშენონ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა...“
სწრაფი ფაქტები უწყების შესახებ ...
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო United States Agency for International Development | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 3 ნოემბერი, 1961; 62 წლის წინ (1961-11-03) |
წინამორბედი უწყება | საერთაშორისო თანამშრომლობის ადმინისტრაცია |
სათაო ოფისი | რონალდ რეიგანის შენობა ვაშინგტონი |
ყოველწლიური ბიუჯეტი | 27,2 მლრდ. $ (2016)[1] |
უწყების ხელმძღვანელი | სამანტა პაუერი, ადმინისტრატორი |
საიტი | |
usaid.gov | |
შენიშვნა | |
[2] |
დახურვა
მისი მიზნები პასუხობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემდეგ მიმართულებებს:
- ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა
- ჯანდაცვა
- დემოკრატია, კონფლიქტთა არიდება და ჰუმანიტარული დახმარება
იუსაიდი პროექტებს მსოფლიოს ოთხ რეგიონში ახორციელებს:
- სუბ-საჰარის აფრიკა
- აზია და ახლო აღმოსავლეთი
- ლათინური ამერიკა და კარიბები
- ევროპა და ევრაზია
იუსაიდს ასევე ოთხი ძირითადი კატეგორიის ამოცანები აქვს:
- გლობალური განვითარების ალიანსი
- ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა
- გლობალური ჯანდაცვა
- დემოკრატია, კონფლიქტები და ჰუმანიტარული დახმარება