![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/85/Seal_of_the_United_States_Census_Bureau.svg/langka-640px-Seal_of_the_United_States_Census_Bureau.svg.png&w=640&q=50)
აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო (ინგლ. United States Census Bureau) — აშშ-ის ფედერალური სტატისტიკური სისტემის მთავარი სააგენტო, რომელზედაც დაკისრებულია აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ორგანიზებისა და განხორციელების პასუხიმგებლობა. იგი აგრეთვე აგროვებს და სტატისტიკურად ამუშავებს სხვა ეროვნულ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მონაცემებს. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო ფაქტობრივად, წარმოადგენს აშშ-ის ცენტრალურ სტატისტიკურ ორგანოს. ბიუროს მთავარი მისიაა აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ჩატარება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. შეიქმნა 1903 წლის 1 ივლისს. შტაბ-ბინა მდებარეობს მერილენდის შტატის ქალაქ სუიტლენდში.
სწრაფი ფაქტები უწყების შესახებ ...
აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო United States Census Bureau | |
![]() | |
![]() | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1903 წლის 1 ივლისი |
თანამშრომლები | 5593 (2006) |
საიტი | |
www.census.gov |
დახურვა