აშშ-ის შტატების დროშები
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის შტატების დროშები ასახავს როგორც რეგიონალური მრავალფეროვნების გავლენას და ისტორიულ მომენტებს, ასევე განსხვავდებიან სტილით და დიზაინის პრინციპებით. თანამედროვე შტატების დროშების ისტორია იწყება 1890-იანი წლებიდან, როდესაც შტატებს გაუჩნდათ სურვილი ქონოდათ განმასხვავებელი ნიშნები 1893 წლის მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციაზე ჩიკაგოში. უმეტესი შტატების დროშები შეიქმნა და დამტკიცდა 1893 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე.[1]
2001 წლის ჩრდილოეთ ამერიკის დროშების შემსწავლელი ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით აშშ-ის შტატებს, ტერიტორიებსა და კანადის პროვინციებს შორის საუკეთესო დიზაინი აქვს ნიუ-მექსიკოს დროშას, ხოლო უარესი ჯორჯიას.[2]