აშხაბადი
From Wikipedia, the free encyclopedia
აშხაბადი (1919–1927 წლებში პოლტორაცკი; თურქმ. Aşgabat, სპარს. عشق آباد, ) — თურქმენეთის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. 2001 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 695 300 ადამიანი იყო. მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოსა და ქოფეთ-დაღის ქედს შორის. აშხაბადში სახლობენ რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობები. 250 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ირანის მეორე უდიდესი ქალაქი მეშჰედი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
აშხაბადი Aşgabat | |||
პრეზიდენტის სასახლე | |||
| |||
ქვეყანა | თურქმენეთი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
შიდა დაყოფა | Bagtyýarlyk District, Berkararlyk District, Büzmeýin District და Kopetdag District | ||
კოორდინატები | 37°58′00″ ჩ. გ. 58°20′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Shamuhammet Durdylyyev | ||
დაარსდა | 1818 | ||
ფართობი | 765 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 219±1 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | თურქმენული ენა | ||
მოსახლეობა | 695 300 კაცი (2001) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||
საფოსტო ინდექსი | 744000 — 744901 | ||
საავტომობილო კოდი | AG | ||
ოფიციალური საიტი | http://ashgabat.gov.tm/en/ | ||
ქალაქი დაარსდა 1881 წელს, რომლის ფუძეც აჰალ ტეკე-ს ტომის სოფელი იყო. ის 1924 წელს გახდა თურქმენეთის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი. ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა 1948 წელს მომხდარი აშხაბადის მიწისძვრის შედეგად, მაგრამ მას შემდეგ მნიშვნელოვნად აღდგა საპარმურათ ნიაზოვის პროექტის "თეთრი ქალაქის" ფარგლებში. შედეგად მივიღეთ შესანიშნავი პროექტები გახვეული ძვირადღირებულ თეთრ მარმარილოში. საბჭოთა დროინდელი კარაკუმის არხი გადის ქალაქში და მდინარე ამუ დარიას წყლებს აღმოსავლეთიდან დასავლეთით ატარებს. 2019 წლიდან აშხაბადი აღნიშნულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ე.წ "ცხოვრების ღირებულების" მქონე ქალაქი მსოფლიოში, რაც ძირითადად გამოწვეულია ინფლაციითა და იმპორტის პრობლემებით.