From Wikipedia, the free encyclopedia
აჩეჰი (ინდონ. Aceh) — სპეციალური რეგიონი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ინდოეთის კუთვნილ ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების სიახლოვეს, რომლებისგანაც ანდამანის ზღვა ჰყოფს. აჩეჰის პროვინციაში ინდონეზიის მასშტაბით ყველაზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს, რომლებიც შარიათის კანონებით ცხოვრობენ.[4]
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
აჩეჰი ინდონ. Aceh | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
ადმ. ცენტრი | ბანდა-აჩეჰი | ||||
შიდა დაყოფა | Great Aceh[1] [2] , South Aceh[1] [2] , Southeast Aceh[1] [2] , East Aceh[1] [2] , Central Aceh[1] [2] , West Aceh[1] [2] , Pidie[1] [2] , North Aceh[1] [2] , Simeulue[1] [2] , Aceh Singkil[1] [2] , Bireuen[1] [2] , Southwest Aceh[1] [2] , Gayo Lues[1] [2] , Aceh Jaya[1] [2] , Nagan Raya[1] [2] , Aceh Tamiang[1] [2] , Bener Meriah[1] [2] , Pidie Jaya[1] [2] , ბანდა-აჩეჰი[1] [2] , Sabang[1] [2] , Lhokseumawe[1] [2] , Langsa[1] [2] და Subulussalam[1] [2] | ||||
კოორდინატები | 4°18′00″ ჩ. გ. 96°54′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Nova Iriansyah | ||||
დაარსდა | 7 დეკემბერი, 1956 | ||||
ფართობი | 58 375,83 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | Acehnese და ინდონეზიური ენა | ||||
მოსახლეობა | 4 494 410[3] კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 77 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+07:00]] | ||||
საფოსტო ინდექსი | 23xxx, 24xxx | ||||
საავტომობილო კოდი | BL | ||||
ოფიციალური საიტი | acehprov.go.id | ||||
მიჩნეულია, რომ ინდონეზიაში ისლამის გავრცელება აჩეჰიდან დაიწყო, ამავე დროს ის მთლიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისლამის გავრცელების ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილი იყო. XVII საუკუნის დასაწყისში აჩეჰის სასულთნო ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი სახელმწიფო იყო მალაკის სრუტის რეგიონში. აჩეჰი დიდ წინააღმდეგობას უწევდა რეგიონში მოსულ კოლონისტებს, მათ შორის ნიდერლანდელებს. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ნავთობითა და ბუნებრივი აირით. ზოგიერთი გამოთვლებით, აჩეჰის ბუნებრივი აირის რეზერვები უდიდესია მსოფლიოში. სხვა დანარჩენ ინდონეზიასთან შედარებით, რელიგიურად კონსერვატორულია.[5]
1970 წელს, ინდონეზიის ცენტრალური მთავრობის ნებართვით ამერიკულმა კომპანიებმა დაიწყეს აჩეჰის ბუნებრივი რესურსების მოპოვება. შემოსავლის უსამართლო განაწილებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, დარ ალ-ისლამის (მსოფლიოს დაყოფა მუსლიმანურ რეგიონებად) ინდონეზიაში წარმომადგენელი ჰასან დი ტირო დაარწმუნა აჩეჰის დამოუკიდებლობის აუცილებლობაში. მან აჩეჰის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.