აცეტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
აცეტატი (ლათ. acetum, „ძმარი“) — C2H3O2− იონი, ძმარმჟავას მარილი ან ეთერი. აცეტატებს დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში ნახშირწყლებიდან ცხიმების ბიოსინთეზის პროცესში. მრეწველობაში ლითონის აცეტატები გამოიყენება ბეჭდვაში, ვინილის აცეტატები — პლასტმასების წარმოებაში, ცელულოზის აცეტატი — ფოტოგრაფიული ფირების და სინთეზური ქსოვილების წარმოებაში. აქროლად ორგანულ ეთერებს იყენებენ გამხსნელებად.
- აცეტატის ანიონი
- აცეტატის ეთერი