ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია. გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბიში და ჰყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2007 წლის 22 ოქტომბერს All Black-მა დაკარგა ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში. სამხრეთ აფრიკამ სიაში ლიდერობა 2008, 7 ივლისამდე შეძო, შემდეგ კი მას All Blacks-მა გაუსწრო. თუმცა მან ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეძლო და 14 ივლისს მას კვლამ სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად [2].
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
კავშირი | ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | All Blacks | ||
ემბლემა | ვერცხლისფერი გვიმრა | ||
მწვრთნელ(ებ)ი | სკოტ რობერტსონი | ||
კაპიტანი | სემ კეინი | ||
ყველაზე მეტი კეპი | სემ უაიტლოკი (153)[1] | ||
ყველაზე მეტი ქულა | დენ კარტერი (1598) | ||
ყველაზე მეტი ლელო | დაგ ჰაულეტი (49) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
ავსტრალია 3–22 ახალი ზელანდია (15-08-1903) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ახალი ზელანდია 145–17 იაპონია (04-06-1995) | |||
უარესი დამარცხება | |||
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 35–7 ახალი ზელანდია (25-08-2023) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 9 (პირველი 1987) | ||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონები, 1987, 2011, 2015 |
გუნდმა პირველი ბრძოლა გამართა 1884 წელს, „კუმბერლენდის ქვეყანა, ახალი სამხრეთ უელსის“ წინააღმდეგ. All Blacks-მა დაასრულეს მათი პირველი მოგებების სერია მათი ზემდგომი გუნდის, სამხრეთ აფრიკის დამარცხებით, ახალ ზელანდიაში, 1956 წელს. ათეული წლის შემდეგ, მათ მიაღწიეს თავიანთ ყველაზე გრძელ მოგებების სერიას, 17 თამაშის მოგებით, 1965 წლიდან 1970 წლამდე. გუნდმა ერთი ტურის განმავლობაში მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი.
ჯგუფის დაარსების ადრეულ წლებში, მათი ფორმის ფერი იყო შავი და სერი. 1905 წლის ტურიდან, All Blacks-ის ფორმა მხოლოდ შავი ფერისგან შედგებოდა, გარდა ვერცხლისფერი გვიმრისა (გერბი), და სახელიც „All Black“ (ყველა შავი) მოდის ამ პერიოდიდან. All Blacks-ის ტრადიციული შესრულება არის „ჰაკა“, რომელსაც ასრულებს გუნდი ლიდერი, გუნდთან ერთად თამაშის დაწყების წინ.