აჰმედ თოგუდანი (მონღ. Ахмед Тэкүдэр; დ. დაახლ. 1247 — გ. 10 აგვისტო, 1284) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მესამე ილხანი (1282-1284 წწ.). ჰულაგუს მეშვიდე შვილი, აბაღა-ხანის ძმა.
აჰმედ თოგუდანი | |
---|---|
მონღ. Ахмед Тэкүдэр | |
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-3 ილხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1282 |
მმართ. დასასრული: | 1284 |
წინამორბედი: | აბაღა-ხანი |
მემკვიდრე: | არღუნ-ხანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1247 |
გარდ. თარიღი: | 10 აგვისტო, 1284 |
მეუღლე: |
დოქუზ-ხათუნი ირმანი-ხათუნი ილ-ხათუნი თუდაკუ-ხათუნი თუდაი-ხათუნი ბაითეგინი |
შვილები: |
კაბლანჩი არსლანჩი ნოკაჩირი |
დინასტია: | ჰულაგუიანები |
მამა: | ჰულაგუ-ხანი |
დედა: | ქუთუი-ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ახალგაზრდობაში მონათლეს და უწოდეს ნიკოლოზი, ტახტზე ასვლის შემდეგ, ილხანებს შორის პირველმა მიიღო ისლამი. გავრცელებული ინფორმაციით, აჰმედ თოგუდანმა ეკლესიები და წარმართული ტაძრები მეჩეთებად გადააკეთა, ხოლო სირიელი ისტორიკოსისა და ენციკლოპედისტის, ბარჰებრაიას ცნობით, იყო ტოლერანტი მმართველი ყველა სარწმუნოების და განსაკუთრებით ქრისტიანობის მიმართ. მან ილხანთა საყაენო სასულთნოდ გარდაქმნა. ამის გამო 1284 წელს აჰმედს აუჯანყდა საკუთარი ძმისშვილი, არღუნი, რომელმაც ის ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა.
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.