ბაატარის ხეობის ჩანჩქერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაატარის ხეობის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ლიბანში, ტანურინის მუნიციპალიტეტში.[1]
ჩანჩქერი 255 მ სიმაღლიდან ეშვება ბაატარის უფსკრულში — იურული კირქვის მღვიმეში, რომელიც ლიბანის მთის ბილიკზე მდებარეობს.[2] [3]
იგი 1952 წელს ფრანგმა ბიო-სპელეოლოგმა ანრი კუაფემ აღმოაჩინა.[4] ჩანჩქერი და იქვე მდებარე კარსტული ძაბრი რუკაზე სრულად დატანილი 1980-იან წლებში იქნა ლიბანის სპელეო კლუბის მიერ.[5] მღვიმე ასევე ცნობილია „სამი ხიდის მღვიმის“ სახელით.[6]
მღვიმეში სამი ბუნებრივი ხიდია, რომლებიც ერთმანეთის თავზე არიან განლაგებულნი და ლიბანის მთაზე ჩამავალ უფსკრულს გადაჰყურებენ. გაზაფხულზე, თოვლის დნობისას, სამი ხიდის უკან მდებარე 90–100 მ კასკადიდან წყალი 250 მ სიღრმის უფსკრულში ეცემა.