ბაკხის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბაკხის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოების — ჰაბკვირის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2723 მ. გადასასვლელი ენგურის ხეობიდან ლაჰლას ხეობაში. ბაკხის მიდამოები აგებულია ტრიასული და ზედაპალეოზოური ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. კალთები დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით.[2]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაკხი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ბაკხის უღელტეხილი ...
ბაკხის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°00′06″ ჩ. გ. 42°28′09″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2723 მ |
ქედი | ჰაბკვირის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა, კირქვა და კონგლომერატი |
დახურვა