ბალეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo — ვცეკვავ) — სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო-მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე-16 საუკუნეში ევროპაში. უმეტესწილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.