ბანკურის ოლქი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანკურის ოლქი ― ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალის ადამინისტრაციული ერთეული. შედის მედინიპურის დანაყოფში, რომელიც ერთ-ერთია დასავლეთ ბენგალის 5 ადმინისტრაციული დანაყოფიდან. ბანკურის ოლქს ჩრდილოეთიდან პურბა-ბარდჰამანის ოლქი და დასავლეთ ბარდჰამანის ოლქები ესაზღვრება, დასავლეთიდან ― პურულიის ოლქი, სამხრეთიდან ― ჯჰარგრამისა და დასავლეთ მედინიპურის ოლქები, ხოლო აღმოსავლეთიდა ― ჰუგლის ოლქის ნაწილი. ბანკურის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მდინარე დამოდარი მიედინება, რომელიც ბანკურს ბურდვანის ოლქისგან გამოჰყოფს.[2] ოლქის დედაქალაქი ქალაქ ბანკურში მდებაროებს.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბანკურის ოლქი ინგლ. Bankura ბენგ. বাঁকুড়া | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შიდა დაყოფა | Bankura Sadar subdivision, Khatra subdivision და Bishnupur subdivision |
კოორდინატები | 23°14′24″ ჩ. გ. 87°04′12″ ა. გ. |
დაარსდა | 27 სექტემბერი, 1879 |
ფართობი | 6882 კმ² |
მოსახლეობა | 3 596 674 (2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
ოფიციალური საიტი | http://bankura.gov.in/ |
ოლქს „აღმოსავლეთიდან ბენგალის ვაკეებისა და დასავლეთით ჩოტა-ნაგპურის პლატოს დამაკავშირებლად“ მოიხსენიებენ. ოლქის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ალუვიური ვაკეებია გაშლილი, ხოლო დასავლეთით ხმელეთის ზედაპირი მაღლდება და კლდოვანი ბორცვების ტალღოვან რელიეფს ქმნის.[3]
ბანკურის რაიონი დასავლეთ ბენგალში, მალაბჰუმის ისტორიული (მალის სამეფო) სამეფოს ცენტრი იყო და გვიანი შუა საუკუნეების ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებითაა ცნობილი. ვიშნუიზმმა, რომელმაც XVII საუკუნეში მალის სამეფოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი მიიღო, რეგიონის კულტურის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. 1765 წელს მალის საეფო ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიამ დაიპყრო და თანამედროვე ბანკურის ოლქი 1881 წელს ჩამოყალიბდა.