ბატანგასი
ქალაქი ფილიპინებში, ბატანგასის პროვინცია / From Wikipedia, the free encyclopedia
ბატანგასი (ოფიციალურად ქალაქი ბატანგასი; ტაგ: Lungsod ng Batangas) — პირველი კლასის ქალაქი ბატანგასის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 329 874 ადამიანს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ბატანგასი | |||
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
შიდა დაყოფა | Bilogo და San Jose Sico | ||
კოორდინატები | 13°45′00″ ჩ. გ. 121°03′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 10 მარტი, 1917 | ||
ფართობი | 282.96 კმ² | ||
მოსახლეობა | 351 437 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 43 | ||
საფოსტო ინდექსი | 4200 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.batangascity.gov.ph/ | ||
| |||
დახურვა
ბატანგასი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ურბანიზებადი ქალაქია ფილიპინების მასშტაბით და ცნობილია როგორც „კალაბარსონის ინდუსტრიული საპორტო ქალაქი“. ქალაქში მდებარეობს ბატანგასის საერთაშორისო ნავსადგური, რომელიც ფილიპინებში მგზავრთა და ტვირთის ბრუნვით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტერმინალია. ბატანგასში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბუნებრივი აირის სამი ქარხანა და არაერთი ინდუსტრიული ნაგებობა. ქალაქი პროვინციის საგანმანათლებლო, ინდუსტრიული და სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.