ტბა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის აუზში, ბატეთისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², საშუალო სიღრმე 7 მ, მაქსიმალური სიღრმე 12 მ.[2][3] მეწყერი, რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ბატეთის ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი.[4] წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.[5]
ბატეთის ტბა | |
---|---|
ბატეთის ტბა | |
კოორდინატები: 41°53′47″ ჩ. გ. 43°46′03″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ქარელის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1313 მ |
ფართობი | 0,02 კმ² |
საშუალო სიღრმე | 7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 12 მ |
აუზის ფართობი | 5 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.