ბაუნტის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაუნტის კუნძულები (ინგლ. Bounty Islands) — 13 დაუსახლებელი, გრანიტით აგებული მომცრო კუნძულებისა და მრავალრიცხოვანი კლდეებისაგან შემდგარი არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. განლაგებულია სამხრეთ კუნძულისგან 670 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩატემის კუნძულებისგან კი 530 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ინგლ. Bounty Islands, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: ინგლ. Bounty Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 47°45′ ს. გ. 179°03′ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 13 |
მთავარი კუნძული | დეპოტი |
ფართობი | 1,35 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 90 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
დახურვა
ეს კუნძულთა ჯგუფი ადმინისტრაციულად ეკუთვნის ახალი ზელანდიის გარე კუნძულებს. ისინი არ არიან რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილი, მაგრამ იმყოფებიან სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მმართველობის ქვეშ.