From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰრამ II (სპარს. بهرام دوم,; გ. 293) — სასანიდური ირანის მე-5 შაჰინშაჰი 274-293 წლებში, ბაჰრამ I-ის ვაჟი.
ბაჰრამ II | |
---|---|
بهرام دوم, | |
სასანიდური ირანის მე-5 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 274 |
მმართ. დასასრული: | 293 |
წინამორბედი: | ბაჰრამ I |
მემკვიდრე: | ბაჰრამ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 293 |
მეუღლე: | შაბურდუხთაქი |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | ბაჰრამ I |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
ბაჰრამ მეორე ხუზისტანში გაიზარდა. ის ქრისტიანი სწავლულების მიერ იყო აღზრდილი და არსებობს ვარაუდი, რომ ქრისტიანობას აღიარებდა. 274 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა ტახტი. მან ცოლად შეირთო მისი ბიძაშვილი, შაბურდუხთაქი, რომლისგანაც შეეძინა მემკვიდრე, ბაჰრამ III.
ბაჰრამის მმართველობა მამამისის მსგავსად სისასტიკით გამოირჩეოდა. ტახტზე ასვლისთანავე ბრძანება გასცა მოეკლათ მისი ყველა წარჩინებული დიდებული, რადგან მათი მხრიდან შეთქმულების ეშინოდა. ის ასევე დევნიდა კულტურულ მოღვაწეებს, ქურუმებს, თავის თავს კი აჰურა მაზდას შვილად იხსენიებდა. მის დროს რომის იმპერიამ გააქტიურა შეტევები მესოპოტამიასა და კავკასიაზე. ცენტრალური ხელისუფლება საგრძნობლად იყო დასუსტებული.
შაჰი გარდაიცვალა 293 წელს. ის შეცვალა მისმა ვაჟმა, ბაჰრამ III-მ. ბაჰრამის მემკვიდრეების დროს დაიწყო რომის იმპერიასა და სასანიანებს შორის ფართო მასშტაბური ომები, რომლებიც ორივე მხარისთვის საზიანოდ წარიმართა.
Für detaillierte Literaturhinweise siehe den Eintrag in Weber, Prosopographie, S. 65ff. (siehe Weblinks).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.