ბეკონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეკონი - საგანგებოდ გამოყვანილი, დამარილებული ან შებოლილი ღორის ხორცი.[1] მისი დამზადება შეიძლება ღორის თითქმის ყველა ნაწილისგან, მაგრამ ძირითადად გამოიყენება ღორის მუცელი ან შედარებით ნაკლებად ცხიმიანი ნაჭრები. მისი ჭამა შეიძლება როგორც მარტო(განსაკუთრებით საუზმეზე), ისე სხვა საკვების თანხლებით. სიტყვა მოდის ძველი გერმანული სიტყვიდან ბახო - "bacho", რომელიც ნიშნავს "საჯდომს" ან "ლორის ხორცს"[2]
სხვა ცხოველების ხორცითაც შეიძლება ბეკონის დამზადება სათანადო ხორცის ნაჭრის არჩევის შემთხვევაში, მაგალითად საქონლის, ცხვრის, ქათმის, თხის ან ინდაურის ხორცით. მსგავს ბეკონის ნაჭრებს აქვთ შესაბამისი სახელები, მაგალითად, "ქათმის ბეკონი". მსგავსი ბეკონი უფრო გავრცელებულია ისლამურ და ებრაულ კულტურაში, რადგან მათ რელიგია უზღუდავთ ღორის ხორცის ჭამას. არსებობს ვეგეტარიანული ბეკონიც.