From Wikipedia, the free encyclopedia
ბელარუსის კულტურა — ბელარუსის კულტურა საუკუნეების მანძილზე მრავალი ფაქტორის გავლენით იქმნებოდა. ძირითადი ფაქქტორები იყო: ფიზიკური გარემო, ბელორუსების ეთნიკური წარმომავლობა (სლავური და პირეთის ტომების შერწყმის პროცესი), ადრეული პაგანიზმი, მართლმადიდებლური ქრისტიანობა.[1]
ბელორუსის კულტურაზე ადრეული გავლენაა მაგდებურგის უფლებები, რომელიც მუნიციპალიტეტებს თვითმართველობას ანიჭებდა და გერმანული ქალაქების კანონზე იყო დაფუძნებული. ეს უფლება მეფეების მიერ გადაეცემოდათ XIV-XV საუკუნეების ისეთ ქალაქებს როგორებიცაა: ბრესტი, გროდნო, სლიცკი და მინსკი.[1]
1517-19 წლებში ფრანცისკ სკორინამ (1490-1552) ბიბლია თარგმნა ძველ ბელარუსულად. პროტესტანტული რეფორმაციამ მოახდინა გავლენა ბელორუსულ კულტურაზე, XIV-XVII საუკუნეებში განიხილებოდა რეფორმატული იდეები, ქვეყანაში სტამბები და სკოლების რაოდენობა გაიზარდა.[1]
XVIII-XVIII საუკუნეებში ბელარუსი თავადაზნაურობა მოქცეული იყო რუსული დაპოლონური კულტურის გავლენის ქვეშ, ხოლო ბელარუსული კულტურა არსებობას განაგრძობდა გლეხობაში, ფოლკლორის, ტრადიციული ტანისამოსის და ეთნიკური ჩვეულებების საშუალებით.[1]
ბელარუსული ლიტერატურის განვითარება და ეროვნული გრძნობების გამოღვიძება უკავშირდება იანკა კუპალას (1882–1942) და იაკუბ კოლასის (1882–1956) ნაშრომებს. ამ პოეტების ლექსები მიიჩნევა თანამედროვე ბელარუსული პოეზიის კლასიკად.
ბელარუსს აქვს ოთხი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის ორს ის ინაწილებს მეზობელ ქვეყნებთან: მირის ციხესიმაგრე, ნესვიჟის ციხესიმაგრე, ბელოვეჟის ტევრი (ინაწილებს პოლონეთთან) და სტრუვეს გეოდეზიური რკალი (ინაწილებს ცხრა ქვეყანასთან ერთად).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.