From Wikipedia, the free encyclopedia
ბენადირი (სომალ. Banādir, არაბ. بنادر) — სომალის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი (gobolka). მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.[1] ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მოგადიშო.
რეგიონი | |
---|---|
ბენადირი სომალ. Banādir არაბ. بنادر | |
ქვეყანა | სომალი |
ადმ. ცენტრი | მოგადიშო |
კოორდინატები | 2°02′59″ ჩ. გ. 45°15′44″ ა. გ. |
ფართობი | 370 კმ² |
მოსახლეობა | 1 650 227 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 4460,07 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +252 |
ბენადირის რეგიონი ესაზღვრება სომალის რეგიონებს — შუა შაბელეს (Shabeellaha Dhexe) და ქვემო შაბელეს (Shabeellaha Hoose), ასევე ინდოეთის ოკეანეს.
"ბენადირი" წარმოშობილია სპარსული სიტყვიდან — ბენდერი, რაც ნიშნავს "პორტს" და დაკავშირებულია სანაპირო ქალაქებთან — მოგადიშო და ბარავა. სახელწოდება ასახავს საშუალო საუკუნეებში რეგიონის ადგილს, როგორც საკვანძო სავაჭრო ცენტრს სპარსეთთან და არაბეთის ნახევარკუნძულთან. ბენადირი ასევე ცნობილია თავისი თხების ადგილობრივი ჯიშებით.[2]
რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია მოგადიშო, თუმცა თვითონ ბენადირის რეგიონი გამოხატავს მხოლოდ დედაქალაქს. ბენადირის რეგიონი საკმაოდ მცირეა ისტორიულ ბენადირის რეგიონზე, რომელიც მოიცავს ქვეყნის დიდ ნაწილს, ინდოეთის ოკეანის სანაპიროს ცენტრალური და სამხრეთი ნაწილებიდან მდინარე ჯუბამდე, მოგადიშოს ჩათვლით.
ბენადირის რეგიონის ტერიტორია ყველაზე პატარაა სომალის 18 ადმინისტრაციული რეგიონებიდან (gobolka).
ბენადირის რეგიონი დაყოფილია 17 რაიონად.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.