ტანზანიელი პოლიტიკოსი და დიპლომატი From Wikipedia, the free encyclopedia
ბენჯამინ მკაპა (დ. 12 ნოემბერი, 1938 — გ. 24 ივლისი, 2020) — ტანზანიის მესამე პრეზიდენტი (1995–2005)
ბენჯამინ მკაპა | |
ტანზანიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ნოემბერი, 1995 – 21 დეკემბერი, 2005 | |
წინამორბედი | ალი ჰასან მვინიი |
მემკვიდრე | ჯაკაია კიკვეტე |
დაბადებული | 12 ნოემბერი 1938 ნდადა, ტანზანია |
გარდაცვლილი | 24 ივლისი, 2020 დარ-ეს-სალამი, ტანზანია |
პოლიტიკური პარტია | ჩამა ჩა მაპინდუზი |
მეუღლე | ანა მკაპა |
შვილები | 2 |
პროფესია | ჟურნალისტი, დიპლომატი |
ბენჟამინ მკაპა დაიბადა 1938 წელს ტანზანიის სამხრეთ ნაწილში. 1962 წელს უგანდაში დაამთავრა მაკერერეს უნივერსიტეტი. ასევე სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1963 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საქმეში. ხელმძღვანელობდა ტანზანიის მისიას კანადაში (1982 წ.) და აშშ-ში (1983-1984 წწ.). 1977-1980 და 1984-1990 წლებში იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1995 წელს ანტიკორუფციული კამპანიის ფონზე და ყოფილი პრეზიდენტის ჯულიუს ნიერერეს აქტიური მხარდაჭერის შედეგად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.
მეორე საპრეზიდენტო ვადაში მოახდინა სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია. მის პოლიტიკას მხარს უჭერდა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
გარდაიცვალა 2020 წლის 24 ივლისს დარ-ეს-სალამის ჰოსპიტალში, 81 წლის ასაკში[1][2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.