ბერბერა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერბერა (სომალ. Barbara, არაბ. بربرة) — ქალაქი სომალის ჩრდილო-დასავლეთში. დღეისათვის ქალაქს აკონტროლებს თვითგამოცხადებული სახელმწიფო სომალილენდი. იგი ყველაზე უფრო დაცული პორტია ადენის ყურის სამხრეთ სანაპიროზე.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბერბერა სომალ. Barbara არაბ. بربرة | |||
| |||
ქვეყანა | სომალი | ||
რეგიონი | ვოკუი-გალბიდის რეგიონივოკუი-გალბიდის რეგიონი | ||
კოორდინატები | 10°26′00″ ჩ. გ. 45°00′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 3 მეტრი | ||
მოსახლეობა | 232 500[1] კაცი (2000) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 | ||
ქალაქი იყო ბრიტანეთის სომალის ადმინისტრაციული ცენტრი 1941 წლამდე.
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა დამთავრდა 1969 წელს საბჭოთა სამხედრო მშენებლების დახმარებით. სამოქალაქო ომამდე სომალიში ის გამოიყენებოდა, როგორც საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზა, ხოლო შემდგომში მას იყენებდა აშშ. დღეისათვის გამოიყენება სავაჭრო პორტის სახით.
საზღვაო გზით დაკავშირებულია იემენის ქალაქ ადენთან, რომელიც მდებარეობს 255 კმ ჩრდილოეთით. საავტომობილო გზებით ქალაქი დაკავშირებულია სომალის ქალაქებთან — ჰარგეისასთან (150 კმ) და ბურაოსთან (120 კმ), ასევე მეზობელი ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებასთან (790 კმ).
1998 წლიდან დაწყებული, როდესაც ერიტრეამ ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტის შედეგად ეთიოპიისათვის დაკეტა პორტი ასები, ბერბერას პორტი ძირითადი საექსპორტო-საიმპორტო პორტია ეთიოპიისათვის, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი და შესაბამისად საკუთარი პორტი. არაღიარებული სომალილენდისთვის ბერბერა უცხოური ვალუტის შემოსვლის მსხვილი წყაროა.