![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ab/Early_morning_hippo_%25287281380756%2529.jpg/640px-Early_morning_hippo_%25287281380756%2529.jpg&w=640&q=50)
ბეჰემოთისებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეჰემოთისებრნი[1] (ლათ. Hippopotamidae) — მასიური, შიშველკანიანი და ნახევრად წყლის წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ოჯახი. აქვთ სამგანყოფილებიანი კუჭი, ოთხი თითი თითოეულ ფეხზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიოლოგიურად ღორებს ჰგვანან, მათი უახლოესი ცოცხალი ნათესავები ვეშაპისნაირები არიან.
სწრაფი ფაქტები ბეჰემოთისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ბეჰემოთისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ბეჰემოთი | ||||||||||||
![]() ჯუჯა ბეჰემოთი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Hippopotamidae (Gray, 1821) | ||||||||||||
|
დახურვა
არსებობს ბეჰემოთისებრთა ორი თანამედროვე გვარი თითო-თითო სახეობით: ჯუჯა ბეჰემოთი (Choeropsis liberiensis), რომელიც დასავლეთ აფრიკის ტყეებში ცხოვრობს, და ჩვეულებრივი ბეჰემოთი (Hippopotamus amphibius). ტერმინი „ბეჰემოთი“ („ჰიპოპოტამი“) შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგადად ბეჰემოთისებრებზე, თუმცა ის ყველაზე ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივი ბეჰემოთისა და მისი შესაბამისი გვარის აღსანიშნავად.