From Wikipedia, the free encyclopedia
ბიზანტიურ-არაბული ომები — სამხედრო კონფლიქტი ერთის მხრივ, ბიზანტიასა და მის მოკავშირეებს და მეორეს მხრივ, აბასიანებსა და ფატიმიანებს შორის. მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში 780-1180 წლებში. ხანგრძლივი და მერყევი სასაზღვრო ომების შემდეგ, X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელთა მნიშვნელოვანმა გამარჯვებებმა, სამ იმპერატორს, კერძოდ ნიკიფორე II-ს, იოანე I ციმისკეს და ბასილი II ბულგართმმუსვრელს საშუალება მისცა დაებრუნებინა VII საუკუნეში არაბთა მიერ წართმეული ტერიტორიები.[5]
ბიზანტიურ-არაბული ომები | |||
---|---|---|---|
არაბულ-ბიზანტიური ომები ნაწილი | |||
ბიზანტია ომამდე და ომის შემდეგ | |||
თარიღი | 780-1180 | ||
მდებარეობა | ანატოლია, მესოპოტამია, სირია, სიცილია, სამხრეთ იტალია, ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა და პალესტინა | ||
შედეგი | ორივე მხარის მიღწევები | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სირია, მესოპოტამია, პალესტინა და ჩრდილოეთ აფრიკა დაიპყრეს არაბებმა. სირია და მესოპოტამია ბიზანტიელებმა დაიბრუნეს. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
სირიის დიდი ნაწილი[5], მათ შორის დამასკიც ცოტა ხნით ბიზანტიელებმა დაიბრუნეს. იგი მალევე ხელახლა დაიპყრეს არაბებმა. მაგრამ ბიზანტიელთა მიერ ანტიოქიის დაპყრობამ (რომელიც წმინდა მიწად მოიხსენიებოდა) და იქ საპატრიარქოს აღდგენამ უდიდესი ფსიქოლოგიური და მორალური დარტყმა მიაყენა არაბებს, რამაც საბოლოოდ შეარყია მათი ძლიერება.[6]
ამის მიუხედავად არაბები მაინც დარჩნენ ბიზანტიელების მთავარ მოწინააღმდეგედ და დაახლოებით 970 წლისთვის ფატიმიანებმა შეძლეს კვლავ აღზევება.[7] ბიზანტიამ დაიკავა პალესტინის დიდი ტერიტორია, მაგრამ ვერ აიღო ქალაქი იერუსალიმი. ბიზანტიელთა მცდელობებს, რათა შეეჩერებინათ არაბთა მიერ სიცილიის ნელი, მაგრამ წარმატებული დაპყრობა შედეგი არ გამოუღია.[8] სირიამ, როგორც ბიზანტიის პროვინციამ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა 1084 წელს, როდესაც თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს ანტიოქია. ქალაქი ჯვაროსნებმა 1097 წელს იაღეს.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.