ბიკანერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიკანერი (ინგლ. Bikaner) — ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ შტატ რაჯასტანში. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჯაიპურიდან 330 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ამავე სახელწოდების მქონე რაიონისა და დანაყოფის ადმინისტრაციული შტაბი.
სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბიკანერი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 28°01′05″ ჩ. გ. 73°19′01″ ა. გ. |
ფართობი | 155 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 242±1 მეტრი |
მოსახლეობა | 529 007 |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 0151 |
საფოსტო ინდექსი | 334001 |
დახურვა
წარსულში ბიკანერის შტატის დედაქალაქი იყო. ქალაქი რათჰორის კლანის რაჯპუტმა მმართველმა, რაო ბიკამ დააარსა 1488 წელს. დროთა განმავლობაში ბიკანერი პატარა დასახლებიდან რაჯასტანის მეოთხე უდიდეს ქალაქად იქცა. ქალაქის ტერიტორიაზე გადის განგის არხი, რომლის მშენებლობა 1928 წელს დასრულდა და ინდირა განდის არხი, რომლის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.