![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c8/Biotite_aggregate_-_Ochtendung%252C_Eifel%252C_Germany.jpg/640px-Biotite_aggregate_-_Ochtendung%252C_Eifel%252C_Germany.jpg&w=640&q=50)
ბიოტიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიოტიტი — ქარსების ჯგუფის მინერალი. ქიმიური შედგენილობა K (Mg, Fe)3[Si3AlO10] [OH, F]2. სტრუქტურის მიხედვით მიეკუთვნება შრეებრივ ალუმოსილიკატებს. თხელ ფირფიტებს აქვს მურა მოშავოდან მურა მომწვანომდე ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2-3, სიმკვრივე 2800-3400 კგ/მ³. ბიოტიტი მაგმური და მეტამორფული ქანების ფართოდ გავრცელებული ქანმაშენი მინერალია. ბიოტიტის დიდი (1-1,5 მ) ზომის კრისტალები ზოგჯერ გვხვდება პეგმატიტურ ძარღვებში.
ბიოტიტი | |
---|---|
![]() |
|
საერთო | |
კატეგორია | ქარსების კლასის მინერალი |
ქიმიური ფორმულა | K (Mg, Fe)3[Si3AlO10] [OH, F]2 |
იდენტიფიკაცია | |
კრისტალის სინგონია | მონოკლინური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 2-3 |
სიმკვრივე | 2800-3400 კგ/მ³ კგ/მ³ |
ბიოტიტი შეადგენს დედამიწის ქერქის 2,5-3%. ბიოტიტთან საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული: კვარცი, მინდვრის შპატი, მუსკოვიტი, რქატყუარა და სხვა მინერალები. იგი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პეგმატიტებში.
მინერალს სახელი ეწოდა ფრანგი მეცნიერის ჟან ბიოს (1774-1862) პატივსაცემად. ბიოტიტს იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად, მისი ფხვნილისაგან ამზადებენ ბრინჯაოს საღებავს.