![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/Atomic_cloud_over_Nagasaki_from_Koyagi-jima.jpeg/640px-Atomic_cloud_over_Nagasaki_from_Koyagi-jima.jpeg&w=640&q=50)
ბირთვული ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბირთვული ომი — სამხედრო კონფლიქტი ან პოლიტიკური სტრატეგია, რომლის დროსაც სახელმწიფოები ბირთვულ იარაღს გამოყენებენ მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/Atomic_cloud_over_Nagasaki_from_Koyagi-jima.jpeg/640px-Atomic_cloud_over_Nagasaki_from_Koyagi-jima.jpeg)
იმის გამო, რომ ბირთვული იარაღის მასშტაბები უკიდურესად ძლიერია, ბირთვული ომის შესაძლებლობამ დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო პოლიტიკაზე. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი სახის ბირთვული იარაღი იქნა გამოყენებული ომის დროს: „ბიჭუნა“ ჰიროსიმასა და „მსუქანა“ ნაგასაკიში, შედეგად კი 120 000 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო წლებში, ათასობით ბევრად უფრო ძლიერი ატომური ბომბი დამზადდა, თუმცა ისინი ომებში არ გამოყენებულა.