ბიუკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიუკი (უნგრ. Bükk) — მთის მასივი დასავლეთ კარპატებში, ჩრდილოეთ უნგრეთში. სიმაღლე 960 მ (მთა კეტოშ-ბერცი).[1] ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი უმეტესწილად აგებულია კირქვებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი დაყოფილია ნასხლეტებად, რომელზედაც პლიოცენში ანდეზიტური ლავების ამონთხევა მიმდინარეობდა. ფართოდ არის განვითარებული რელიეფის კარსტული ფორმები. ბიუკი ინტენსიურად არის დანაწევრებული მდინარეების შაიოსა და ტისის შენაკადების ხეობებით. კალთების ქვედა ნაწილში ბაღები და ვენახებია, უფრო მაღლა — მუხის და წიფლის ტყეები.[2]
სწრაფი ფაქტები ბიუკი ...
ბიუკი | |
---|---|
ბიუკი | |
კოორდინატები: 48°02′ ჩ. გ. 20°30′ ა. გ. | |
ქვეყანა | უნგრეთი |
უმაღლესი წერტილი | კეტოშ-ბერცი |
სიმაღლე | 960,7 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
დახურვა