From Wikipedia, the free encyclopedia
ბოიაკა (ესპ. Departamento de Boyacá) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი; წარმოადგენს კოლუმბიის შეერთებულ შტატებში შემავალი ცხრა სახელმწიფოსგან ერთ-ერთის — ბოიაკის ნაშთს.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოიაკის დეპარტამენტი Departamento de Boyacá | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | Tunja | ||||
კოორდინატები | 5°45′00″ ჩ. გ. 73°06′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1858 | ||||
ფართობი | 23 189 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 272 844[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 55 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | boyaca.gov.co | ||||
მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. თითქმის მთლიანად მოქცეულია აღმოსავლეთ კორდილიერის მთებში და ესაზღვრება ვენესუელას. დასავლეთით საზღვრავს მდინარე მაგდალენა. ჩრდილოეთით ესაზღვრება სანტანდერის დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — ვენესუელა და ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — არაუკისა და კასანარეს დეპარტამენტები, სამხრეთით — კუნდინამარკის დეპარტამენტი, დასავლეთით კი ანტიოკიის დეპარტამენტი. დედაქალაქია ტუნხა.
ბოიაკას „თავისუფლების მიწას“ უწოდებენ, რადგან ამ რეგიონშ მიმდინარეობდა მთელი რიგი ბრძოლებისა, რომელთაც კოლუმბიას ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოუტანა.
ბოიაკაში ფუნქციონირებს სამი უნივერსიტეტი: კოლუმბიის პედაგოგიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UPTC), ბოიაკის უნივერსიტეტი (UNIBOYACA) და სანტო-ტომასის უნივერსიტეტი.
დეპარტამენტი შედგება 123 მუნიციპალიტეტისგან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.