ბორეა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბორეასი (ბერძნ. Βορέας) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ჩრდილოეთის ქარის ღვთაება. მის ადგილსამყოფელად თრაკია მიაჩნდათ. გამოსახავდნენ ძლიერი, ფრთოსანი მამაკაცის სახით. ბორეა, იგივე იტალიური ბორა, გადატანით ეწოდება ცივ, სუსხიან ქარს (შდრ. ქართული ბორიო, ბორიაყი).