From Wikipedia, the free encyclopedia
ბორჯიები (არაგ. Borja; კატ. Borja) — ესპანური წარმოშობის იტალიური დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ეს ოჯახი გარყვნილი წესებით მართავდა ე.წ. პაპობის ინსტიტუტს რენესანსის პერიოდში. სხვათა შორის, ისინი მიჩნეულნი არიან, როგორც „ისტორიის პირველი კრიმინალური ოჯახი“ და იტალიური მაფიის წინამორბედნი. ოჯახის მეთაური როდრიგო ბორჯია (1431-1503) გახდა ეკლესიის ეპისკოპოსი, კარდინალი და კანცლერი. მოგვიანებით ის აირჩიეს რომის პაპად, მან აირჩია სახელი ალექსანდრე VI და შეინარჩუნა ეს პოზიცია მინიმუმ თერთმეტი წელი. ბორჯიების ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყვნენ: ჩეზარე ბორჯია და ლუკრეცია ბორჯია — შესაბამისად როდრიგო ბორჯიას ვაჟი და ქალიშვილი. ამ ოჯახის წინააღმდეგ წაყენებული ბევრი ბრალდებიდან რამდენიმე არის: ინცესტი, ღალატი, მკვლელობა და სკანდალი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.